Aa
Aa

ისე, როგორც კაპიტანი - ჰანდანოვიჩი დერბიში მოტეხილი ხელის თითით თამაშს აპირებს!

მილანის „ინტერის“ მეკარე და კაპიტანი, სამირ ჰანდანოვიჩი „დერბი დელა მადონინაში“ მოტეხილი ხელის თითით თამაშს შეეცდება.

„შავ-ლურჯთა“ მხრიდან გუშინ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ჰანდანოვიჩს მარცხენა ხელის ცერი თითი აქვს მოტეხილი. არსებული ვარაუდით, ამ ტრავმის სრულად მოშუშებას დაახლოებით 3-4 კვირა სჭირდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჰანდანოვიჩი ვარჯიშს სპეციალური ხელთათმანით შეუდგება, რომელსაც მოტეხილი თითის ადგილას დამცავი ექნება. „ნერაძურის“ კაპიტანი დაზიანებულ ადგილს დააკვირდება და ექიმები ამის შემდეგ გადაწყვეტენ, მისცენ თუ არა მას ნება გუნდის კარი „მილანთან“ 9 თებერვალს გასამართი მატჩისას დაიცვას.

„შავ-ლურჯებს“ მნიშვნელოვანი პერიოდი უდგებათ და „მილანთან“ შეხვედრის შემდეგ, თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში „ნაპოლის“ უნდა უმასპინძლონ, რასაც რომში „ლაციოსთან“ სტუმრობა მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესთან“ გასულ უქმეებზე გამართული შეხვედრისას „ნერაძურის“ კარს ვეტერანი დანიელე პადელი იცავდა, თადარიგში კი ჰანდანოვიჩთან ერთად, 17 წლის ფილიპ სტანკოვიჩი იჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები