Aa
Aa

107-წლიანი ანტირეკორდი - "არსენალის" წარუმატებლობა გრძელდება

ლონდონის „არსენალის“ წარუმატებლობა გრძელდება და კლუბმა ამჯერად 107-წლიანი ანტირეკორდი „გააუმჯობესა“.

მიკელ არტეტას შეგირდებმა პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ბარნლის“ ვერ მოუგეს, რითაც 1912-13 წლების სეზონის შემდეგ სეზონის საწყის 25 ტურში „მეთოფეებს“ ყველაზე ცოტა გამარჯვება აქვთ.

ლონდონურმა კლუბმა 107 წლის წინ პრემიერ ლიგის საწყისი 25 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, წელს კი ამდენივე ტურის შემდეგ, 6 წაგებასთან და 13 ფრესთან ერთად, 6 გამარჯვება აქვს.

არტეტას დანიშვნის შემდეგ „არსენალმა“ ჩემპიონატში 7 თამაში გამართა, რომელთაგანაც მხოლოდ 1 მოიგო - არტეტას ბიჭებმა, საკუთარ არენაზე, „იუნაიტედი“ დაამარცხეს. მეორე მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანელის ხელმძღვანელობით ჯამში ჩატარებულ 9 მატჩში, ჩრდილო ლონდონელები მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

„არსენალს“ 31 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის მე-10 ადგილზე იმყოფება, გუნდი ევროპა ლიგის ზონას - 6-ით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები