Aa
Aa

კონტე: "ერიქსენის თამაშით კმაყოფილი ვარ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ, კრისტიან ერიქსენის სერია A-ში დებიუტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„კონტისიმეს“ განცხადებით, დანიელმა მოთამაშემ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა გუნდის სტილთან შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდება.

„ვფიქრობ, ერიქსენმა, რომელიც ჩვენთან მხოლოდ 5 დღის გადმოსულია და თანაგუნდელებთან შეთამაშებული არ არის, დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

ცხადია, იგი ჩვენს საფეხბურთო სტილს უნდა შეეწყოს და სერია A-სთვის სათანადო ფიზიკურ კონდიციებში ჩადგეს. კრისტიანი ისწავლის, თუ როგორ პოზიციონირებას ვითხოვთ მოედანზე ჩვენი ნახევარმცველებისგან, მას ამისთვის დრო ექნება. ყველაფრის გათვალისწინებით, საერთო ჯამში, მისი დებიუტით კმაყოფილი ვარ“.

27 წლის სკანდინავიელი ვარსკვლავი „ნერაძურის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და 58-ე წუთამდე ითამაშა. მისმა ახალმა გუნდმა „უდინეზე“ სტუმრად, ლუკაკუს დუბლით, 2:0 დაამარცხა.

„შავ-ლურჯები“ სერია A-ს ლიდერ „იუვენტუსს“ 3 ქულით ჩამორჩებიან, ისინი მომდევნო ტურში, მილანურ დერბიში „მილანს“ დაუპირისპირდებიან. თამაში 9 თებერვალს ჩატარდება და მისი ნომინალური სწორედ კონტეს გუნდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები