ტოტენჰემი 2:0 სიტი - პენალტი, წითელი და ბევრი ემოცია (VIDEO)
Aa
Aa

ტოტენჰემი 2:0 სიტი - პენალტი, წითელი და ბევრი ემოცია (VIDEO)

პრემიერლიგის 25-ე ტურში „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ეს შედეგი არა ბევრისთვის, არამედ ყველასთვის მოულოდნელი იყო. „ქალაქელები“ ბურთს 67%-ით აკონტროლებდნენ, კარისკენ 11-ჯერ დაარტყეს, „ტოტენჰემი“ მათ საჯარიმოს საერთოდ არ მიახლოებია და მომენტიც არ შეუქმნია.

მე-40 წუთზე „სიტიმ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და თითქოს „დეზები“ განწირულები იყვნენ, მაგრამ გიუნდოგანმა ლორისს ვერ გაუტანა.

მეორე ტაიმში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, თუმცა პეპის ბიჭები მომენტებს ვერ იყენებდნენ, რაც საბოლოოდ ზინჩენკოს გაუაზრებელი ქმედებითა და წითელი ბარათით დასრულდა.

10 კაციან „სიტის“ „ტოტენჰემმა“ ზუსტად 3 წუთში გაუტანა. ბერგვინის გოლის შემდეგ 8 წუთში სონმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

მოურინიოს გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა გაიფორმა. „დეზები“ მეოთხე ადგილოსან „ჩელსის“ 4 ქულით ჩამორჩებიან. „სიტი“ კი „ლივერპულს“ 24 ქულით ჩამორჩება, რასაც სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები