Aa Aa
31 იანვარი 2020  |  15:48

ფლორენცი სეზონის ბოლომდე "ვალენსიელია"

„ვალენსიამ“ ალესანდრო ფლორენცის „რომადან“ იჯარით აყვანის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. იტალიელი ფეხბურთელი ვალენსიაში გუშინ ჩავიდა და დასკვნითი ფორმალობები ადგილზე მოაგვარა.

28 წლის მოთამაშე „ღამურების“ რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, შემდეგ კი „ჯალოროსიში“ დაბრუნება მოუწევს. მხარეებს შორის, ამ ეტაპზე, მშრალი იჯარის გარდა, არავითარი შეთანხმება არ არსებობს.

კრისტიანო პიჩინის ტრავმის გამო, ვალენსიელებს მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემები აქვთ და იქ თამაში ამპლუით ნახევარმცველ დანიელ ვასს უწევდა. ფლორენცი სწორედ დაცვის მარჯვენა მხარეს შეავსებს.

„რომას“ კაპიტანი მიმდინარე სეზონში გუნდის ძირითადში არცთუ ხშირად ხვდებოდა და სასტარტოში მხოლოდ 12 შეხვედრა დაიწყო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები