Aa
Aa

"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - რობინსონს იტალიაში ელოდებიან

ბრიტანული Sky Sports-ის ინფორმაციით, „უიგანი“ ენტონი რობინსონის „მილანში“ გაშვებას დათანხმდა. ტრანსფერის საერთო ღირებულება 10 მილიონი ფუნტია.

„როსონერი“ 22 წლის მცველს რიკარდო როდრიგესის შემცვლელად განიხილავს, რომელიც კარიერას პსვ-ს რიგებში გააგრძელებს.

რობინსონს ლომბარდიის მთავარ ქალაქში დღეს ელოდებიან, სადაც მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. კონტრაქტის პირადი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, რადგან ფეხბურთელმა მათ შესახებ სწორედ იტალიაში უნდა დაილაპარაკოს.

ენტონი რობინსონი „უიგანში“ „ევერტონიდან“ გადავიდა, რაშიც გუნდმა მხოლოდ 2.2 მილიონი ევრო გადაიხადა, ახლა კი იგი თითქმის ხუთმაგ ფასად გაყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები