„მანჩესტერს
Aa
Aa

„მანჩესტერს" რონდონს უკავშირებენ

კორონავირუსის გამო, ევროპაში კარასკოსთან ერთად შესაძლოა სალომონ რონდონიც დაბრუნდეს. The Times-ის ინფორმაციით 30 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს.

გავლენიანი ტაბლოიდი დეტალებზე არ საუბრობს და არც იმას აკონკრეტებს რამდენად დიდია „წითელი ეშმაკების“ ინტერესი, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩინეთში შექმნილი სიტუაციის გამო ვენესუელელ ფორვარდს ქვეყნის დატოვება უნდა.

შეგახსენებთ, რომ რონდონი „დალიან იფანის“ რიგებში თამაშობს და 11 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. 30 წლის ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში ასპარეზობის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.

რონდონი „ნიუკასლში“ და „ვესტ ბრომვიჩში“ გამოდიოდა და ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 140 შეხვედრაში 35 ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები