Aa
Aa

დი მარია: „მესი საუკეთესოა. კრიშტიანუ რონალდუ მონსტრია"

ანხელ დი მარია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს, ნეიმარის, კილიან მბაპესა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის მხარდამხარ აქვს ნათამაშები. არგენტინელმა შემტევმა TyC Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზემოთ ხსენებული სუპერვარსკვლავები მოკლედ დაახასიათა და განაცხადა.

„მესი საუკეთესოა. კრიშტიანუ რონალდუ მონსტრია. ნეიმარი ბედნიერებაა. მბაპე კი უფრო მეტია, ვიდრე ცხოველი. ზლატანს შეუძლია მატჩების მიმდინარეობისას გიჟი იყოს, მაგრამ მოედნის მიღმა კარგი ბიჭია“.

დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „პსჟ ყოველწლიურად დიდი წნეხის ქვეშაა, მაგრამ როგორც ჩანს საუკეთესო ფეხბურთელების ყოლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი არაა“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მერვედფინალში „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება. პსჟ „ყვითლებთან“ პირველ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები