Aa
Aa

ოფიციალურად: სუსო "სევილიას" ფეხბურთელია!

ესპანელი გარემარბი, სუსო ლა ლიგაში ბრუნდება და ანდალუსიური „სევილიას“ მაისურს მოირგებს. მის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმება გუშინ საღამოს შედგა, რის შემდეგაც კლუბებმა გარიგების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.

სევილიელები სუსოს 18-თვიანი იჯარით აიყვანენ, შემდეგ კი მისი მისი გამოსყიდვის უფლება ან ვალდებულება ექნებათ. ეს იმაზეა დამოკიდებული, გავა თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ამ ან მომდევნო სეზონში.

თუკი გამოსყიდვის საკითხი დადგა, ესპანელებმა იტალიელებს 22 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. სუსო „მილანში“ 2015 წელს, „ლივერპულიდან“ გადავიდა, რაც „როსონერის“, მხოლოდ 1.3 მილიონი ევრო დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები