Aa
Aa

პიონტეკი "ჰერტაში" თითქმის გადაწყვეტილია

გერმანული და იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, კშიშტოფ პიონტეკი კარიერას ბერლინის „ჰერტაში“ გააგრძელებს.

ბერლინელებმა „მილანთან“ ტრანსფერის შესახებ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და პოლონელი ფორვარდის სანაცვლოდ ჯამში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

იტალიელმა ფოტორეპორტიორებმა პიონტეკი გუშინ მილანის აეროპორტში დააფიქსირეს. მათი თქმით, 24 წლის თავდამსხმელს დღეს ბერლინში ელოდებიან, სადაც ტრანსფერის დასკვნითი ფორმალობები უნდა მოგვარდეს.

ახალ გუნდში პიონტეკის კონტრაქტის ხანგრძლივობა და სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. სამაგიეროდ ვიცით ის, რომ „მილანი“ მისი შემცვლელის დამატებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „როსონერიმ“ პიონტეკი გასული წლის იანვარში, 38 მილიონ ევროდ, „ჯენოადან“ გადაიბირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები