Aa
Aa

„ჩელსი" მერტენსს უმიზნებს

Daily Mail იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსი“ „ნაპოლის“ დაუკავშირდა და დრის მერტენსის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. „არისტოკრატების“ თავკაცი, ფრენკ ლამპარდი შეტევის გაძლიერებაზეა ორიენტირებული და რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, რომელთა შორის 32 წლის ბელგიელიც გახლავთ.

უცხოურ პრესაში მერტენსის სამომავლო გეგმების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. რამდენიმე იტალიური გამოცემა აცხადებს, რომ ფეხბურთელს „ნაპოლიში“ დარჩენა და კლუბის რეკორდის დამყარება სურს. „ნისლიან ალბიონზე“ კი წერენ, რომ „ჩელსიში“ იმედიანი განწყობაა და „სტემფორდ ბრიჯზე“ სჯერათ, რომ მერტენსს სულ რაღაც 6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბელგიელმა „ნაპოლის“ მაისურით 22 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლთან ერთად 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები