Aa
Aa

„ბარსელონა" ვილიანს არ ეშვება და 20 მილიონ ფუნტს ამზადებს

Daily Mail გვატყობინებს, რომ „ბარსელონა“ ვილიანით ინტერესდება და ბრაზილიელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს.

ვილიანს „ჩელსისთან“ კონტრაქტი რამდენიმე თვეში ეწურება და „კამპ ნოუზე“ იციან, რომ ზაფხულში მის გადაბირებას რამდენიმე გრანდი შეეცდება. ამიტომ სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერის გაჩარხვა იანვარში უნდათ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით „არისტოკრატების“ სამომავლო გეგმებში ვილიანის გასხვისება არ შედის, თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა „ლურჯებმა“ გადაწყვეტილება შეცვალონ.

Daily Mail ფინანსურ მხარეზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ „ბლაუგრანა“ ვილიანისთვის 20 მილიონ ფუნტს ამზადებს.

ვილიანი „ჩელსის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. „სტემფორდ ბრიჯზე“ მან პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო და ევროპა ლიგის ტრიუმფატორიც გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები