Aa
Aa

ფელიქსი "რეალთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ 20 წლის შემტევ ჟოაო ფელიქსის მოახლოებულ დედაქალაქურ დერბიში თამაში შეგვიძლია, გამორიცხულად ჩავთვალოთ.

ფელიქსმა გასულ კვირას „ლეგანესთან“ გამართი მატჩისას კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც სამშაბათისა და ოთხშაბათის ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიუღია.

გუშინ საღამოს კი მისმა გუნდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა პორტუგალიელს ტრავმა დაუდგინეს და ფელიქსს გარკვეული პერიოდით დასვენება მოუწევს.

პირენეელმა ფორვარდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 2 გოლი შეაგდო - ამდენჯერვე თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა. მისი გუნდი "რეალის“ წინააღმდეგ შაბათს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები