Aa
Aa

ინციდენტი ვარჯიშზე - ბოატენგმა გორეცკას სახეში ხელი გაარტყა!

Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ გუშინდელ ვარჯიშზე ჯერომ ბოატენგი და ლეონ გორეცკა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც გამოცემა წერს, გორეცკა ბოატენგის წინააღმდეგ დაჯარიმდა, თანაც ეს მაშინ მოხდა, როცა ბურთი მათთან არ იყო, ამან ბოატენგის გაღიზიანება გამოიწვია და მან ახალგაზრდა თანაგუნდელს სახეში ხელი ჩაარტყა.

ინციდენტის ადგილას პირველი რობერტ ლევანდოვსკი მივარდა, რომელმაც ბოატენგი შეაჩერა, გორეცკას დამშვიდებას კი ტომას მიულერი შეეცადა, თუმცა გაღიზიანებულმა თანაგუნდელმა ტომასს არ მოუსმინა და იგი შეუფერებელი ჟესტით მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტიდან რამდენიმე საათში გორეცკამ „ტვიტერზე“ ბოატენგთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე მათგანი იღიმის, გორეცკა კი გამოცდილ თანაგუნდელს ხუმრობით მუშტს უღერებს.

„ბაიერნს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი განმარტება არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები