Aa
Aa

მოლაპარაკებები განახლდა - "ტოტე" პიონტეკს მიუბრუნდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ და „მილანმა“, კშიშტოფ პიონტეკის შესაძლო ტრანსფერზე, აქტიური მოლაპარაკებები განაახლეს.

როგორც ცნობილია, ლონდონელებს პოლონელი ფორვარდის იჯარით აყვანა სურთ, მილანელები კი მის გაყიდვას ამჯობინებენ და 30 მილიონი ევროს მიღება უნდათ. მხარეებს შორის მორიგი კონტაქტი დღეს შედგება, რომლის შემდეგაც ახალი დეტალები უნდა გახდეს ცნობილი.

ვიცით ისიც, რომ პიონტეკის საკუთარ რიგებში ხილვა „ჩელსის“, „სევილიასა“ და კიდევ რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს, თუმცა „ტოტე“ მომგებიან პოზიციაშია, რადგან პოლონელის კლუბთან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მისვლის შემდეგ 24 წლის ფორვარდი „შავ-წითელთა“ ძირითადში ვეღარ ხვდება, მიმდინარე სეზონში კი ჯამურად მხოლოდ 4 გოლი აქვს აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები