Aa
Aa

პოლიტანო "ნაპოლიშია"! - ნეაპოლელებმა გამოსყიდვის ვალდებულება აიღეს

მატეო პოლიტანოს სატრანსფერო თავგადასავალი დასრულდა და იგი „ნაპოლის“ რიგებში ჩაირიცხა.

26 წლის ვინგერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ „რომაში“ პრაქტიკულად გადასული იყო, ნეაპოლში გუშინ ჩავიდა და ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

„პარტენოპეიმ“ პოლიტანო სეზონის ბოლომდე „ინტერიდან“ იჯარით აიყვანა, ზაფხულში კი მილანური კლუბისთვის 21 მილიონი ევროს გადახდისა და ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება აიღო.

იტალიის ნაკრების შემტევი „ინტერში“, 2018 წელს, „სასუოლოდან“ გადავიდა. „შავ-ლურჯებს“ მისი შეძენა 20 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები