Aa
Aa

"ბარსას" ახალი ვარიანტი - ტადიჩი "ნოუ კამპზე"?

სატრანსფერო ექსპერტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ბარსელონა“ როდრიგოს შეძენენას აღარ ეცდება და დუშან ტადიჩის სახით, ახალი ვარიანტი აქვს.

აღნიშნულ ცნობას კატალონიური Sport-ი და Mundo Deportivo ადასტურებენ, რომლებიც წერენ, რომ სერბი შემტევის აგენტს ბარსელონაში დღეს ელოდებიან. მხარეებს შორის პირველი საქმიანი კონტაქტი შედგება და გვეცოდინება, რამდენად რეალურია ტადიჩის „ნოუ კამპზე“ გადასვლა.

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 1 თებერვალს იხურება, ასე რომ, „ბარსას“ ტრანსფერის გასაჩარხად 2 დღეზე ოდნავ მეტი რჩება.

31 წლის ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბ „აიაქსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები