Aa
Aa

"ჩემი სისხლი შავ-წითელიცაა" - "მილანმა" კობის პატივი მიაგო

კობი ბრაიანტის ხსოვნას პატივი „მილანმა“ და სრულიად „სან სიროზე“ შეკრებილმა აუდიტორიამ მიაგო.

იტალიის თასის ეგიდით, „ტორინოსთან“ შეხვედრის დაწყებამდე, ლეგენდარული კალათბურთელისა და „მილანის“ დიდი გულშემატკივრის საპატივცემულოდ Queen-ის კომპოზიცია - Who wants to live forever ჩაირთო, ხოლო 24-ე წუთიდან, 1 წუთის განმავლობაში, გულშემატკივარმა უწყვეტი აპლოდისმენტები მოაწყო.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „მილანის“ დიდი გულშემატკივარი ვარ. თუ თქვენ მარჯვენა ხელს გამიჭრით, იქიდან ყვითელი და იასამნისფერი სისხლი წამომივა, ხოლო თუ მარცხენას გამიჭრით, იქიდან - წითელი და შავი სისხლი გადმოედინება“. - კობი ბრაიანტი.

კობი ბავშვობაში 7 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა, იმ პერიოდში მისი კუმირი „როსონერის“ ლეგენდა, მარკო ვან ბასტენი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები