The Sun: აბრამოვიჩი მესის მამას შეხვდა
Aa
Aa

The Sun: აბრამოვიჩი მესის მამას შეხვდა

ბრიტანული სააგენტოს The Sun-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, ლიონელ მესის მამას, ხორხეს, ფარულად შეხვდა. 

შეხვედრის მიზეზი, რა თქმა უნდა, მესის "გაჩელსელება" იყო. არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მამამ და აბრამოვიჩმა, კონტრაქტის დეტალებზე ილაპარაკეს და თუკი ხსენებულ რეიტინგულ სააგენტოს დავუჯერებთ, რუსი მულტიმილიარდერი მზადაა, არგენტინელს ხელფასის სახით, კვირაში 800 ათასი გირვანქა-სტერლინგი გადაუხადოს. 

თუ ყველაფერი აბრამოვიჩის გეგმის მიხედვით წავა და "ბარსას" სუპერვარსკვლავი მის გუნდში გადავა, მესი ამ კუთხით ყველა რეკორდს მოხსნის, რამეთუ მისი ხელფასი წელიწადში დაახლოებით 70 მილიონი (!) ევრო იქნება. 

რაც შეეხება სატრანსფერო თანხას, იმავე The Sun-ის თქმით, ლონდონელები კატალონიელებს 110 მილიონ გირვანქა-სტერლინგს (დღევანდელი კურსით 128.7 მილიონი ევრო) შესთავაზებენ. 

 

მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები