Aa
Aa

ტრეისი მაკგრეიდი: "კობი ხშირად მეუბნებოდა - "მინდა, ახალგაზრდა მოვკვდე"

ლეგენდარული კალათბურთელი ტრეისი მაკგრეიდი, კობი ბრაიანტის შესახებ ერთ უცნაურ ფაქტს იხსენებს. მაკგრეიდის თქმით, კობის ადრე გარდაცვალება და ლეგენდად დარჩენა სურდა.

40 წლის სპორტსმენი ESPN-ის ჟურნალისტ რეიჩელ ნიკოლსს ესაუბრა და გაკეთებული განცხადებით ჟურნალისტის გაოცება გამოიწვია.

"ეს ნამდვილად არანორმალურად ჟღერს, თუმცა კობი ხშირად მეუბნებოდა: "მინდა, ახალგაზრდა მოვკვდე და უკვდავი ვიყო. მსურს, ჩემი კარიერა მაიკლ ჯორდანისაზე უკეთესი იყოს. მინდა, ახალგაზრდა მოვკვდე", მე ამის მოსმენაზე ვფიქრობდი, რომ ის უბრალოდ გაგიჟდა.

თუმცა, ის ამას იქამდე ამბობდა, სანამ შვილები ეყოლებოდა. დარწმუნებული ვარ, როცა მამა გახდა, ასე აღარ ფიქრობდა. როგორც კი შვილები ეყოლა, მისთვის ყველაფერი შეიცვალა და დროის გატარება ოჯახთან ერთად სურდა". - განაცხადა მაკგრეიდიმ ESPN-თან საუბრისას.

მაკგრეიდი კობისთან წლების განმავლობაში მეგობრობდა და მასთან ერთად All Star-ის გუნდში 3-ჯერ უთამაშია. "ტი-მაკმა" აქტიური საკალათბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები