Aa
Aa

"ინტერმა" ერიქსენის ტრანსფერი ოფიციალურად გამოაცხადა

კრისტიან ერიქსენის სატრანსფერო საგა დასრულდა და დანიელი მოთამაშე მილანის "ინტერის" რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა. 

"ნერაძურიმ" გარიგების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და ფეხბურთელი ფართო საზოგადოებას ლა სკალაში გადაღებული ფოტოებით წარუდგინა.

მილანური კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერში "ტოტენჰემს" 20 მილიონ ევროსა და გარკვეული ოდენობის ბონუსებს გადაუხდის.

ბრიტანული პრესის ცნობით, თავად სკანდინავიელი  ახალ კლუბში, ხელფასის სახით, წლირად ასევე 20 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

„შავ-ლურჯთათვის“ ერიქსენი ზამთრის მე-3 შენაძენი იქნება - აქამდე გუნდმა „ჩელსიდან“ - ვიქტორ მოზესი და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ეშლი იანგი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები