ლობჟანიძე თურქეთში ითამაშებს: ''რანდერსი'' ''რიზეს'' შეუთანხმდა
Aa
Aa

ლობჟანიძე თურქეთში ითამაშებს: ''რანდერსი'' ''რიზეს'' შეუთანხმდა

დანიური მედიის ცნობით საბა ლობჟანიზე ''რანდერსს'' დატოვებს და კარიერას თურქულ ''რიზესფორში'' გააგრძელებს. Amtsavisen-ის ცნობით დანიურ კლუბსა და თურქულ მხარეს შორის შეთანხმება მიღწეულია.

25 წლის შემტევს ''რანდერსთან'' კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. დანიურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხის მიღება სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში ქართველი ლეგიონერი თავისუფალი აგენტი გახდება.

მიმდინარე სეზონში თურქული კლუბის წარმომადგენელი ''რანდერსისა'' და ''ესბიერგის'' შეხვედრას დაესწრო. აღნიშნულ მატჩში საბა ლობჟანიძემ თავი კარგად წარმოაჩინა, მატჩის დასაწყისში პენალტი გამოიმუშავა და პანენკას სტილში გაიტანა. ცხადია აღნიშნული მატჩიდან გამომდინარე თურქული კლუბის ხელმძღვანელებს მასზე დადებითი შთაბეჭდილება დარჩათ.

ეროვნულ ნაკრებში მიღებული ტრავმის მიუხედავად საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგაში ბომბარდირთა შორისაა, 15 მატჩში 8 გოლი შეაგდო და მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს ჩამორჩება.

გასულ ზაფხულში საბა ლობჟანიძე ''ბრონდბიუში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა მოლაპარაკება ბოლო მომენტში ჩაიშალა. მისი გადაბირებით გერმანული ''კარსლრუეც'' ინტერესდებოდა, მაგრამ არც ეს შეთანხმება შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები