„კარი ჩვენგან 3-5 მეტრის მანძილზე დაეცა
Aa
Aa

„კარი ჩვენგან 3-5 მეტრის მანძილზე დაეცა" - თვითმხილველთა კომენტარი კობის ტრაგედიაზე

უცხოურ პრესაში კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფის შესახებ ორი თვითმხილველის კომენტარი და ტრაგედიის შემდგომი სიტუაციის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელიც მეგობართან ერთად ველოსიპედით სეირნობდა და საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღნიშნა: უეცრად ნისლიდან ვერტმფრენი გამოვიდა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 60 მეტრით მაღლა ჩამოვარდა. იმდენად ახლოს ვიყავით, რომ პროპელერებისგან წამოსულ ჰაერს ვგრძნობდით. ვერტმფრენის ერთ-ერთი კარი ჩვენგან დაახლოებით 3-5 მეტრის მოშორებით დაეცა. ნაწილები ყველა მხრიდან ცვიოდა და ვერტმფრენისგან ფაქტობრივად არაფერი იყო დარჩენილი. შემთხვევის ადგილზე მივედით, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადარჩენილები არ იყვნენ“.

მეორე თვითმხილველმა, სკოტ დილინმა განაცხადა: „ავღელდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ვერტმფრენი ძალიან დაბალ სიმაღლეზე იმყოფებოდა.

როგორც კი ვერტმფრენი დაეცა, მაშინვე სიჩუმემ დაისადგურა. ისეთი ხმა, თითქოს ვერტმფრენს პრობლემები ჰქონოდა, არ გამიგონია. სავარაუდოდ პილოტი ყველაფერს აკონტროლებდა. ჩემი აზრით მან უბრალოდ ორიენტაცია დაკარგა და არ იცოდა სად იმყოფებოდა".

National Transportation Safety Board-ის გამომძიებლის, ჯენიფერ ჰომედის თქმით ვერტმფრენის ნაწილები დიდ ტერიტორიაზეა მიმოფანტული: „ვერტმფრენის კუდის ნაწილი ბორცვის ძირში ვიპოვეთ. ფიუზელაჟი ამ ბორცვის მეორე მხარეს აღმოვაჩინეთ. მთავარი პროპელერი კი ფიუზელაჟიდან 91 მეტრის მოშორებით ეგდო“.

როგორც აღვნიშნეთ ინტერნეტსივრცეში ფოტოსურათებიც გავრცელდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები