Aa
Aa

ჯანი "დორტმუნდში" თითქმის გადაწყვეტილია

წამყვანი ევროპული გამოცემების ცნობით, ემრე ჯანის დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

„იუვენტუსი“ გერმანელი შუახაზელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „დორტმუნდიც“ თანახმაა, თუმცა მხარეები ჯერჯერობით გარიგების ტიპზე ვერ თანხმდებიან.

ჯანი „ყვითლების“ შემადგენლობაში იჯარის წესით გადავა, თუმცა ახლა გასარკვევია, სეზონის ბოლოს გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ, თუ - ვალდებულება.

პრესაში იწერება ისიც, რომ ჯანი „დორტმუნდში“ გადასვლისთვის, ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა. იგი „იუვეში“ ამჟამად წლიურად 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები