Aa
Aa

კურზავა იქით, დე შილიო აქეთ - პსჟ და "იუვე" გაცვლას გეგმავენ?

ტურინის „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ მატია დე შილიოსა და ლეივინ კურზავას გაცვლის საკითხს განიხილავენ.

კურზავას ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლომდე აქვს, დე შილიოს კი „იუვესთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. შესაბამისად, ტურინელები თავიანთთვის მომგებიანი წინადადების მოფიქრებაზე მსჯელობენ.

მეორე მხრივ, იტალიური პრესა გვამცნობს, რომ „ბიანკონერის“ დე შილიოს გაშვება ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს. მაურიციო სარის მისი უნივერსალიზმი მოსწონს - აპენინელ უკანახაზელს დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

როგორც იწერება, პარიზელები დღეს ტურინელთა პასუხს ელოდებიან და მხარეები დღის ბოლომდე გარკვეულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ.

აქვე აღვნიშნოთ, რომ დე შილიოს ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები