Aa
Aa

''დეზები'' ბერგვინს შეუთანხმდნენ

პსვ-ს 22 წლის გარემარბი სტივენ ბერგვინი კარიერას ლონდონის ‘‘ტოტენჰემში’’ გააგრძელებს. ჰოლანდიური ტელეგრაფის ცნობით ჰოლანდიელი ჩრდილოლონდონურ კლუბს შეუთანხმდა. გარიგების მიხედვით ‘‘დეზები’’ ტრანსფერში 30 მილიონ ევროს დახარჯავენ.

ჟოზე მოურინიოსა და დანიელ ლევის მოლაპარაკება ფეხბურთელის წარმომადგენელთან წარმატებით დასრულდა.

2018 წლიდან მოყოლებული ბერგვინმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ერედივიზიეს 16 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები