Aa
Aa

''ვალენსია'' ფლორენცის ტრანსფერზე მუშაობს

‘‘ვალენსია’’ იტალიური ‘‘რომას’’ მცველით, ალესანდრო ფლორენცით დაინტერესდა. ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. 28 წლის მცველის აგენტი ალექსანდრო ლუჩი ესპანური კლუბის წარმომადგენლებს ესაუბრა. ესპანურ მხარეს ფლორენცის გამოსყიდვა სურს და ამ ეტაპზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება არ განიხილება.

ფლორენციმ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 21-დან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ორი მატჩი კი დისკვალიფიკაციისა და მაღალი ტემპერატურის მიზეზით გამოტოვა.

იტალიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი 2011 წლიდან ‘‘რომას’’ ღირსებას იცავს, დედაქალაქური გუნდის რიგებში 280 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი შეაგდო და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები