რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო
Aa
Aa

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 30 იანვრის ნაცვლად, 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ სპეციალური განცხადება კავშირის გამგეობამ გააკეთა.

საარჩევნო ყრილობის გადატანის მიზეზი პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის შეტანილი განცხადებები გახდა, რომელთაც ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს 24 თებერვალს ხმის მიცემის უფლების მქონე 42 სუბიექტი აირჩევს.

დიმიტრი კალანდაძე - საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე

 

გოჩა სვანიძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

 

გოჩა სვანიძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

 

ცხელი ამბები