2020 წლის პირველი მედლები ძალოსნებისგან
Aa
Aa

2020 წლის პირველი მედლები ძალოსნებისგან

შოთა მიშველიძემ იტალიაში 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება, შოთა მიშველიძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ატაცში მოიპოვა. ძალოსანმა სამივე მისვლა - 123/128/131 წარმატებით გამოიყენა.

მიშველიძემ აკვრაში თავი 145/151/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა იგივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამითაც.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვა გოგა ჩხეიძემ , რომელმაც ატაცში სამივე მისვლა 125/129/133 წარმატებით გამოიყენა და მეოთხე საფეხური დაიკავა

ხოლო აკვრაში თავი 151/158 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მოგროვებული 291 კილოგრამითაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის გადაწყვეტილებით რომში ასევე  ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძეც იასპარეზებენ

ცხელი ამბები