ფრანგულმა კლუბმა ბექას ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყო
Aa
Aa

ფრანგულმა კლუბმა ბექას ოჯახისთვის ფულის შეგროვება დაიწყო

ქართველი მორაგბის დაღუპვის გამო ფრანგულ კლუბს გლოვა აქვს გამოცხადებული.

კლუბის ხელმძღვანელობამ წამოიწყო ღონისძიება, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

"გრაულეტუამთანხის შეგროვება ონლაინ საშუალებით დაიწყო, კონკრეტულად კი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადავიდეს ბმულზე და ჩარიცხოს იმდენი თანხა, რამდენიც სურს.

 შეგროვებული თანხა სრულად გადაეცემა ბექას ოჯახს . ასევე მის საქართველოში გადმოსვენებას და დაკრძალვას მოხმარდება.

შეგახსენებთ , რომ 27 წლის მორაგბე ბექა ბურდიაშვილი მანქანით სტადიონისკენ მიდიოდა, თუმცა მიმავალ გზაზე ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული ფაქტის გამო ფედერალ 1-ის ყველა შეხვედრა გადაიდო.

ცხელი ამბები