Aa
Aa

ლინეკერი: "არნოლდი განსაკუთრებული ფეხბურთელია"

ლეგენდარული გარი ლინეკერი „ლივერპულის“ ახალგაზრდა მცველ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს აქებს. ლინეკერის თქმით, არნოლდი განსაკუთრებული ფეხბურთელია და მას შეუძლია, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

„ტრენტი ახალგაზრდული აკადემიიდან მოდის და ის კიდევ უკეთესი ფეხბურთელი გახდება. „ლივერპულმა“ იქიდან ბევრი კარგი მოთამაშე მიიღო, თუმცა იგი განსაკუთრებულია.

არნოლდი ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლის ყველა თამაშს ვუყურებ და თითოეულ შეხვედრაში 3-4 ისეთ მომენტს ვხედავ, რომ ვამბობ: „ღმერთო ჩემო“, ის ჩემ გაკვირვებას ყოველ ჯერზე ახერხებს.

თუნდაც „ბარსელონასთან“ სწრაფად გათამაშებული კუთხური გავიხსენოთ. რა შესანიშნავია, როცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ამას ბავშვი აკეთებს. ეს უდიდეს სიმამაცეს მოითხოვდა, მაგრამ მან ყველაფერი ჭკვიანურად გააკეთა.

მასთან გასულ წელს, მისსავე სახლში ინტერვიუ მქონდა. იგი ძალიან მორცხვია და შეიძლება ბავშვად ჩათვალო, მაგრამ თუ ბავშვია, ძალიან ჭკვიანია“.

ალექსანდრ არნოლდი „ლივერპულის“ მთავარ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი უკვე 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები