იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "იუნაიტედმა" პოგბას ტრანსფერი შეათანხმა!

იტალიური სპორტული გამოცემა La Gazzetta Dello Sport და მისი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი, პოლ პოგბას ტრანსფერის შესახებ ახალ და ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებენ. 

მათი მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოგბას შეუთანხმდა და თუკი "იუვენტუსი" ასტრონომიულ თანხაზე უარს არ იტყვის, ფრანგი კარიერას "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელებს. 

არსებული ინფორმაციით, ინგლისელები გარიგების სანაცვლოდ არც მეტი, არც ნაკლები 120 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო თავად პოგბას, ხელფასის სახით, წელიწადში 13 მილიონ ევროს ჩაურიცხავენ. 

მეტიც, როგორც პალმერიმ "ტვიტერზე" დაწერა, გარდა 120 მილიონისა, მანჩესტერელები ფეხბურთელის აგენტს დამატებით 25 მილიონს გადაუხდიან. შესაბამისად, ჯამში ტრანსფერი 145 მილიონი ევრო ჯდება, რაც ნიშნავს იმას, რომ პოგბა ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება. 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები