მისალმება ფანჯრიდან - ერიქსენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა
Aa
Aa

მისალმება ფანჯრიდან - ერიქსენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

იტალიური პრესის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენის სამედიცინო შემოწმების პროცესი წარმატებით დასრულდა. ფეხბურთელი დღეს დილიდან მილანში იმყოფება და დასკვნით სატრანსფერო დეტალებს აგვარებს.

ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ 27 წლის ნახევარმცველის კლინიკაში იმყოფება, გარეთ კი "ინტერის" ტიფოზერიაა შეკრებილი და მათი საყვარელი კლუბის პოტენციური ახალწვეულის გვარს სკანდირებს. 

მილანური კლუბი ფეხბურთელის გადასაყვანად 20 მილიონ ევროსა და გარკვეული ოდენობის ბონუსებს გადაიხდის. თავად სკანდინავიელი კი ახალ კლუბში, ხელფასის სახით, წლირად ასევე 20 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.

„შავ-ლურჯთათვის“ ერიქსენი ზამთრის მე-3 შენაძენი იქნება - აქამდე გუნდმა „ჩელსიდან“ - ვიქტორ მოზესი და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ეშლი იანგი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები