რონალდინიო:
Aa
Aa

რონალდინიო: "მარტინელი რონალდოს მაგონებს"

ლეგენდარულმა რონალდინიომ "არსენალის" თინეიჯერი ბრაზილიელი შემტევი, გაბრიელ მარტინელი შეაქო და იგი რონალდო ლუის ნაზარიოს შეადარა.

"გაუჩო" აღნიშნავს, რომ ისეთ ასაკში, როგორიც მარტინელის აქვს, მსგავსი თავდაჯერებით თამაში იშვიათი ამბავია.

"ბრაზილიაში მის თამაშსა და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ, დარწმუნებული ვარ, ნაკრებში დებიუტიც მალე ექნება. ერთია, გქონდეს ტალანტი, ხოლო მეორე - იყო ასეთი თავდაჯერებული. 

მისი ასპარეზობა რონალდოსთვის ევროპაში გატარებულ პირველ სეზონს მახსენებს, როცა "კიჭამ" 30 გოლი შეაგდო და ხალხი ფიქრობდა: "ვინაა ეს 18 წლის ბრაზილიელი ბავშვი"?

რონალდოს მუდმივად ბურთის მიღება და სიტუაციის გამწვავება სურდა - არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ ფეხბურთელს ან გუნდს ეთამაშებოდა. მარტინელიშიც სწორედ ამ დამოკიდებულებას ვხედავ.

გაბრიელს უბრალოდ უნდა, რომ ბურთთან იყოს და ის მეტოქის კარში გაიტანოს. რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იყო - შეიძლება, იგივე მიზანი მარტინელისაც ჰქონდეს". - ამბობს 39 წლის ვარსკვლავი.

თინეიჯერმა თავდამსხმელმა "არსენალის" მაისურით მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი შეაგდო, რითაც ნიკოლა ანელკას რეკორდი გაიმეორა. 

ლონდონელებმა მარტინელი ბრაზილიური „იტუანოდან“, გასულ წელს, 6.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები