ფუტზალის ნაკრები
Aa
Aa

ფუტზალის ნაკრები "ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს ფუტზალის ეროვნულმა ნაკრებმა "ევრო 2022"-ისთვის მზადება 25 იანვარს დაიწყო და ნელ-ნელა პროცესი დასკვნით ფაზაში შედის. დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ჩვენმა გუნდმა ღია ვარჯიში გამართა.

ავთანდილ ასათიანმა შეგირდები სრული შემადგენლობით ავარჯიშა და წვრთნამ გეგმიურად ჩაიარა. "ჯვაროსნები" მზადებას 16-კაციანი შემადგენლობით აგრძელებენ:

​მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (ჯორჯიანსი, თბილისი), დავით კეპაშვილი (თსუ, თბილისი)

მცველები: თალეს ფეიტოსა (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ჯორჯიანსი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მალხაზ მურცხვალაძე (სორო-კომპანია, უზბეკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), შოთა თოფურია (ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (დაროჟნიკი, ბელარუსი)

​თავდამსხმელები: ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანია, უზბეკეთი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ცრნიცა, ხორვატია), ფუმასა (აპოელი, კვიპროსი), ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პოლონეთი), ირაკლი თოდუა (აეკ ლარკანა, კვიპროსი).

საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის F ჯგუფში, გერმანიასთან, ავსტრიასთან და კოსოვოსთან ერთად მოხვდა.

პირველი მატჩი 29 იანვარს, გერმანიასთანაა, 30 იანვარს ჩვენების მეტოქე უკვე ავსტრიის ნაკრები იქნება, 1-ელ თებერვალს კი კოსოვოს მთავარ გუნდს დავუპირისპირდებით. ყველა თამაში თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ჩატარდება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები