Aa
Aa

"გმირები მიდიან და მოდიან, ლეგენდები კი სამუდამოდ რჩებიან" - კობის TOP 40 NBA-ში

კობი ბრაიანტის მოულოდნელმა გარდაცვალებამ სრულიად მსოფლიო შეძრა. არ არსებობს დედამიწის მონაკვეთი, სადაც დღეს ამაზე არ საუბრობენ.

კობი პლანეტას დააკლდა, თუმცა როგორც თავად ამბობდა: "გმირები მიდიან და მოდიან, ლეგენდები კი სამუდამოდ რჩებიან", ამ ფრაზის სინამდვილეში დრო კიდევ უფრო დაგვარწმუნებს.

"შავი მამბას" გენიალურობის აღწერა უბრალოდ შეუძლებელია, ესაა რაღაც ის აბსტრაქტული, რაც სიტყვებით არ აიხსნება და მხოლოდ გონებაში ძალიან მყარად რჩება. გავიხსენოთ ლეგენდის ლამაზი მომენტები, NBA-ს მიერ მომზადებული კობის TOP 40-ის სახით:

კობი ბრაიანტმა მთელი პროფესიული კარიერა ''ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' მიუძღვნა, კლუბის ღირსებას 1996-2016 წლებში იცავდა. 33 643 ქულით, იგი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარს, კარლ მელოუნისა და ლებრონ ჯეიმსს ჩამორჩება. ამ უკანასკნელმა კობის გუშინდელი მატჩის შემდეგ გადაასწრო.

NBA-ს 5-გზის ჩემპიონი, ფინალების 2-გზის MVP, 2008 წლის სეზონი MVP, All Star-ის 18-გზის მონაწილე და მათგან 4-ჯერ მატჩის MVP, 2-გზის სეზონის საუკეთესო მექულე, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, თავისი თაობის გამორჩეული სპორტსმენი და თაობებისთვის შთაგონების წყარო - ეს კობი ბრაიანტია!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები