Aa
Aa

The Sun: "ნიუკასლი" პაკოს სანაცვლოდ წინადადებას ამზადებს!

დორტმუნდის „ბორუსიას“ ცენტრფორვარდი, პაკო ალკასერი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში, „ნიუკასლის“ მაისურით ვიხილოთ.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ წინადადებას ამზადებენ, რომლითაც გერმანულ მხარეს უახლოეს საათებში მიმართავენ. როგორც იწერება, ნიუკასლელები ალკასერის 6-თვიან იჯარასა და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებაში, 25 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

დორტმუნდელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე სეზონში ესპანელი ცოტა სათამაშო დროს იღებს, კლუბი მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

პირენეელმა ფორვარდმა წლევანდელ ბუნდესლიგაში ძირითადში მხოლოდ 6 მატჩი დაიწყო, ჯამში კი მოედანზე 11-ჯერ გავიდა, რა დროშიც მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები