Aa
Aa

"ტოტენჰემი" ბერგვინის დამატებასთან ახლოსაა

ბრიტანული Skysports-ის თქმით, „ტოტენჰემი“ პსვ-სთან სტივენ ბერგუინის თაობაზე სატრანსფერო მოლაპარაკებებს აგრძელებს.

საუბარში თავად ფეხბურთელიცაა ჩართული, რომელმაც ნიდერლანდების ჩემპიონატის ეგიდით გუშინ გამართული „ტვენტესთან“ მატჩი გამოტოვა.

ეინდჰოვენურ კლუბს 22 წლის შემტევის სარფიანად გასხვისება სურს, რის გამოც აგვისტოში მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ბერგუინი „ფილიპს არენაზე“ 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ პსვ-ს წარმომადგენლებმა იმავე Skysports-ს მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ტრანსფერზე აქტიური სამუშაო პროცესია.

„ტოტე“ კრისტიან ერიქსენის „ინტერში“ გასაშვებად ემზადება, პარალელურად კი ბერგუინის ტრანსფერისთვის საჭირო თანხების მობილიზებას ცდილობს. ნიდერლანდელი გარემარბი 30-35 მილიონ ევროდ ფასდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები