Aa
Aa

იგალო თუ სლიმანი - "მანჩესტერი" ცენტრფორვარდის დამატებაზე ფიქრობს

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში ოდიონ იგალო და ისლამ სლიმანი მოექცნენ.

მას შემდეგ, რაც მარკუს რაშფორდი დაშავდა, „წითელი ეშმაკები“ ფორვარდის შეძენის აუცილებლობის წინაშე დადგნენ. თანაც, მათ თავდამსხმელის მოკლე ვადით დამატება სურთ და იჯარის ვარიანტს ამჯობინებენ.

30 წლის იგალო ამჟამად ჩინური „შანხაი შენხუას“ რიგებში თამაშობს და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის დეკემბრამდე აკავშირებს. მისი საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა.

რაც შეეხება სლიმანის, 31 წლის ალჟირელი „მონაკოში“ განათხოვრების წესით ასპარეზობს, მისი კონტრაქტი კი ინგლისურ „ლესტერს“ ეკუთვნის. გამოცდილ ფორვარდს ლესტერშირელებთან ხელშეკრულება მომავალი სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები