Aa
Aa

"მილანი" და "სევილია" სუსოს ტრანსფერზე ლაპარაკობენ

„მილანსა“ და „სევილიას“ შორის, სუსოს ტრანსფერის თაობაზე, მოლაპარაკებები გრძელდება და ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის.

იტალიელები თავიანთი ესპანელი ვინგერის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვენ, რაზეც „სევილიაც“ თანახმაა, თუმცა საუბარი ამჟამად გარიგების ტიპზე მიმდინარეობს.

ანდალუსიელებს სურთ, რომ სუსო 18-თვიანი იჯარით აიყვანონ, შემდეგ კი მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეთ, „მილანი“ კი მხოლოდ გამოსყიდვის ვალდებულების მომხრეა.

Sky Sport Italia-ს თქმით, შეხვედრებმა ბოლო დღეებში უფრო ხშირი ხასიათი მიიღო, რაც იმით აიხსნება, რომ ტრანსფერი ორივე მხარის ინტერესშია.

„სევილიაში“ გადასვლაზე თავად სუსოც თანახმაა, ასე რომ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, იტალიელებსა და ესპანელებს საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები