Aa
Aa

ერიქსენი მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა

იტალიური პრესის ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი უკვე მილანშია, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და „ინტერის“ რიგებს შეუერთდეს.

როგორც ჩვენი აპენინელი კოლეგები წერენ, მილანის ერთ-ერთ კლინიკა Humanitas-ში „ნერაძურის“ წარმომადგენლებმა ერიქსენისთვის სპეციალური პროცედურა ჩანიშნეს. დანიელ ნახევარმცველს ჰოსპიტალში დღის ბოლომდე ელოდებიან.

მილანური კლუბი ფეხბურთელის გადასაყვანად 20 მილიონ ევროსა და გარკვეული ოდენობის ბონუსებს გადაიხდის.

დიდი ალბათობით, „ინტერი“ აღნიშნულ თანხას მატიას ვესინოს ტრანსფერით გამოიმუშავებს, რომელსაც ასევე 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ევერტონში“ გაყიდის.

„შავ-ლურჯთათვის“ ერიქსენი ზამთრის მე-3 შენაძენი იქნება - აქამდე გუნდმა „ჩელსიდან“ - ვიქტორ მოზესი და „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ეშლი იანგი დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები