Aa
Aa

Goal: "მილანმა" "ჩელსის" პიონტეკი შესთავაზა

„მილანის“ თავდამსხმელის, კშიშტოფ პიონტეკის შესაძლო ტრანსფერზე საუბრები არ წყდება. პოლონელი ცენტრფორვარდის შესახებ ამჯერად Goal წერს და იუწყება, რომ „მილანმა“ პოლონელი ფეხბურთელი „ჩელსის“ შესთავაზა.

იტალიური პრესის მიხედვით, პიონტეკის აგენტი „არისტოკრატებს“ დაუკავშირდა და მათ თავისი კლიენტის ტრანსფერის გაჩარხვის წინადადებით მიმართა. „ლურჯების“ პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ ოლივიე ჟირუს წასვლისთვის ემზადებიან და მაღალი დონის ცენტრფორვარდის დამატება სურთ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ტამი აბრაჰამის ტრავმის გამო, კი „ჩელსის“ ცენტრფორვარდის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს და დიდი შანსია სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები