გოგამ 5 წუთი ითამაშა - „ინდიანამ
Aa
Aa

გოგამ 5 წუთი ითამაშა - „ინდიანამ" ლილარდი ვერ გააჩერა

გამთენიისას გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და 139-129 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 5 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და ერთადერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გოგას მეტოქის ფარისკენ ბურთი არც უსვრია.

„პორტლენდის“ წარმატებაში ლომის წვლილი დემიენ ლილარდს მიუძღვის. „დეიმ დოლამ“ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და აქტივში 50 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ლილარდის გარდა „ბლეიზერსის“ რიგებში სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა გაიფორმა. ჰასან უაითსაიდმა კი მორიგი ორმაგი დუბლი გააკეთა - 21 ქულა, 14 მოხსნა.

„ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო ჯერემი ლემბი გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. დომანტას საბონისმა 27 ქულა, 14 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დაგ მაკდერმოტი კი გუნდს 19 ქულით დაეხმარა.

„პორტლენდთან“ წაგების  შემდეგ, „პეისერსის“ ანგარიშზე 30 მოგება და 17 მარცხია. „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეა, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ტორონტოს“ მხოლოდ 2 მოგებით ჩამორჩება.

Rest in peace Kobe

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები