კობისთან ერთად ავიაკატასტროფაში მისი 13 წლის ქალიშვილი დაიღუპა
Aa
Aa

კობისთან ერთად ავიაკატასტროფაში მისი 13 წლის ქალიშვილი დაიღუპა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფაში მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანა მარია ონორეც დაიღუპა.

ლოს-ანჯელეს ქაუნთის შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი, 1 პილოტი და 8 მგზავრი იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა დასძინეს, რომ ავიაკატასტროფამ ყველა მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა გარდაცვლილთა ვინაობის გასაჯაროვებაზე უარი განაცხადეს.

კობი ბრაიანტმა მთელი პროფესიული კარიერა ''ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' მიუძღვნა, კლუბის ღირსებას 1996-2016 წლებში იცავდა. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გამარჯვებული ხუთჯერ გახდა (2000, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში).

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კარიერა 2016 წლის აპრილში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები