Aa
Aa

"ძალიან ადრეა. ძალიან სამწუხაროა", - ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა

41 წლის ლეგენდარული კალატბურთელი კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

კობის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა. თავის გულისტკივილს გადმოსცემენ კალათბურთელებიც. მათ შორისაა ზაზა ფაჩულია, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ძალიან ადრეა. ძალიან სამწუხაროა. ზედმეტად ბევრი გატეხილი გული. ზედმეტად ბევრი ცრემლი. მადლობა ზედმეტად ბევრი მოგონებებისთვის".

გავრცელებული ინფორმაციით, "შავი მამბა" საკუთარ ვერტმფრენში იმყოფებოდა, სადაც მასთან ერთად  კიდევ 8 ადამიანი იყო, რომელთა ვინაობაც ამ დრომდე დაუზუსტებელია.

P.S. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფაში მისი 13 წლის ქალიშვილი, ჯიანა მარია ონორეც დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები