SPORT: ბარსა 48 საათში ცენტრფორვარდს გაიფორმებს! პერესი რომაში მიდის
Aa
Aa

SPORT: ბარსა 48 საათში ცენტრფორვარდს გაიფორმებს! პერესი რომაში მიდის

„ვალენსიასთან“ უსუსური თამაშისა და მარცხის შემდეგ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ კლუბის სამწვრთნელო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ უახლოეს 48 საათში გუნდი ცენტრფორვარდს გაიფორმებს.

ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport-ი ავრცელებს, რომელიც ასევე სავარაუდო კანდიდატებსაც ასახელებს.

ნომერ პირველ ფავორიტად ამ დრომდე როდრიგო მორენო რჩება. „ვალენსიამ“ დღეს დაადასტურა, რომ მათი 28 წლის ფორვარდი გუნდიდან შესაძლოა ნებისმიერ დროს წავიდეს.

„ბარსა“ როდრიგოს დიდი ალბათობით იჯარით აიყვანს და შეთანხმებაში ჩადებული იქნება პუნქტი, რომელიც ბართომეუსა და მის გუნდს ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვას დაავალდებულებს. ასე ითხოვენ „ღამურები“ და მიუხედავად კატალონიელთა წინააღმდეგობისა სავარაუდოდ მხარეები იდეალურ პირობებამდე მივლენ და შეთანხმდებიან.

თუ, ისე მოხდა და „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა, „ბლაუგრანა“ სხვა კანდიდატებზე გადაერთვება. სიაში ტიმო ვერნერი, ვისამ ბენ იედერი, ოლივიე ჟირუ, კრშიშტოფ პიონტეკი და ლაუტარო მარტინესი იმყოფება.

შუა სეზონში გუნდის შეცვლა ადვილი არასდროსაა, თუმცა „ბარსელონას“ საამისოდ ფინანსები საკმაოდ აქვს, მთავარია კანდიდატთა შორის ვინ მოისურვებს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგებას...

P.S. ახალი წესების თანახმად, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში თამაში შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები