სასტიკი მკვლელობა ინგლისში - 25 წლის ფეხბურთელი პაბში სიკვდილამდე სცემეს
Aa
Aa

სასტიკი მკვლელობა ინგლისში - 25 წლის ფეხბურთელი პაბში სიკვდილამდე სცემეს

„ჰადერსფილდის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯორდან სინოტი 25 იანვარს, საღამოს გარდაიცვალა. ამის მიზეზი ქალაქ რეტფორდის ერთ-ერთ პაბში მომხდარი დაპირისპირება იყო. ჩხუბის დროს სპორტსმენი სიკვდილამდე სცემეს.

სასიკვდილოდ გამეტებული სინოტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას თავის ქალა გატეხილი ჰქონდა. 25 წლის მოთამაშე უმალვე საავადმყოფოში გაიდაყვანეს, თუმცა მისვლისთანავე გარდაიცვალა.

ადგილობრივმა პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. უკვე დაკავებულია 21 და 27 წლის ორი მამაკაცი, რომლებიც სინოტის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან.

ხსენებული ჩხუბისას კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათი სახელები არ ვრცელდება. ერთ-ერთს ცხვირი აქვს გატეხილი, მეორეს კი ყბა.

სინოტი „ჰადერსფილდის“ რიგებში 2012-2015 წლებში თამაშობდა. ბოლო დროს მისი კარიერა არც ისე წარმატებული იყო და მე-7 დივიზიონის ბინადარ „მეთლოქ თაუნში“ თამაშობდა.

ჯორდან სინოტი „ჰადერსფილდის“ სკოლის აღზრდილია. ის 1994 წლის 14 თებერვალს ბრედფორდში დაიბადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები