საფრანგეთში ქართველი მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა
Aa
Aa

საფრანგეთში ქართველი მორაგბე ტრაგიკულად დაიღუპა

საფრანგეთის სამოყვარულო ლიგაში, ფედერალ 1-ში მოასპარეზე ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. ბურდიაშვილი ქალაქ გლორეს კლუბ ''სპორტინგის'' ღირსებას იცავდა.

27 წლის ქართველი მორაგბე მანქანით სტადიონისკენ მიდიოდა, მას დერბიში ''ლავორეს'' წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა სტადიონისკენ მიმავალ გზაზე ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული ფაქტის გამო ფედერალ 1-ის ყველა შეხვედრა გადაიდო.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილი მორაგბის ოჯახის მწუხარებას.

ცხელი ამბები