Aa
Aa

კობახიძე ქართულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებასთან ახლოსაა. CrystalSport-ის ცნობით 32 წლის ნახევარმცველი ერთ-ერთ ქართულ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს და მხარეები შეთანხმებას ახლოს არიან.

2008 წლიდან გასული წლის ბოლომდე კობახიძე უკრაინულ კლუბებში თამაშობდა, 2017 წელს კი მცირე ხნით თურქულ  ‘‘გიოზთეფეში’’ ითამაშა და გუნდს სუპერლიგაში აღზევებაში დაეხმარა.

უკრაინაში წასვამდე კობახიძე თბილისის ‘‘სპარტაკსა’’ და თბილისის  ‘‘დინამოში’’ თამაშობდა.  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 35 მატჩში 3 გოლი შეაგდო, მათ შორის ერთ-ერთი სტა დე ფრანსზე დეშამის ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები