Aa
Aa

''წითელი ეშმაკები'' ჩილველის ტრანსფერს ზაფხულში გეგმავენ

‘‘მანჩესტერ სიტი’’ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით, ბენ ჩილველით დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ სულშერი 19 წლის ბრენდონ უილიამსს რეგულარულად ათამაშებს, ‘‘წითელი ეშმაკები’’ ზაფხულში ჩილველის ტრანსფერს გეგმავენ. როგორც ჩილველი, ასევე უილიამსი მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობენ.

23 წლის ჩილველი ‘‘ლესტერის’’ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, მან პრემიერ ლიგის 19 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

ჩილველის გადაბირება პეპ გუარდიოლასაც სურდა, თუმცა კლუბები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები